გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ფრენბურთი
საგანი/ პედაგოგი
სპორტი/გოგი კობალაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური 9კლასი
მოსწავლეთა პროფილი
21 მოსწავლე სსსმ არ მყავს
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         ადრე შესწავლილი ვარჯიშებისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე ვუღრმავებ ცოდნასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს.
·         აქტიურად მონაწილეობენ გაკვეთილზე და საშეჯიბრო პროცესში.
·         სრულყოფენ საკუთარ მიღწევებს.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
·         მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.

სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
·           მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
·           დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;
·           შეჯიბრისა და ვარჯიშების წინ ასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს;
·           გონებრივი შრომით განვითარებული დაღლილობის შემთხვევაში, აღდგენის მზნით უპირტესობას ანიჭებს აქტიურ დასვენებას (მოძრავი თამაშები, სახალისო სპორტული თამაშები და ა.შ).

წინარე ცოდნა
იციან თამაშის წესები, გადაადგილება, მოწოდება, ბურთის სამზე გათამაშება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
ფრენბურთის ბურთები, სასტვენი.
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

გაკვეთილის მოსამზადებელი ნაწილი [10 წუთი]
1.ორგანიზაციული საკითხები.                          კლასის მოწყობა, მისალმება ამოცანების გაცნობა.

2. გადავაწყობ ოთხ წყვილად. საერთო მოთელვითი ვარჯიშები და სპეც მოთელვითი ვარჯიშები.  

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

გაკვეთილის ძირითადი ნაწილი [30 წუთი]

ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება.

1. ბურთის სამზე გათამაშება და ბადეზე გადაგდება.
2. ბურთის ზემოდან პირდაპირ მოწოდება;
3. სასწავლო თამაში წესების სრული დაცვით.

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია

გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი [5 წუთ]

1.       დასამშვიდებელი ვარჯიშები                          2. მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა.

No comments:

Post a Comment